წყალტუბოს რაიონში ძმების მკვლელობაში ბრალდებულის სახლი გადაწვეს

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო ბრიგადები და სამართალდამცველები. მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. წყალტუბოს რაიონის სოფელ რიონში აპრილის დასაწყისში მოკლული ორი ძმის ნათესავებმა ამ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცის სახლი გადაწვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

რიონის ხეობაში ორი ძმა მოკლეს

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ როგორც სახანძრო ბრიგადები, ისე სამართალდამცველები. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩქრობა მალე შეძლეს.

ადგილობრივი მცხოვრების ლაშა ჭელიძის თქმით, ტრაგედიის შემდეგ ამ სახლში არავინ ცხოვრობდა, რადგან ბრალდებულის ოჯახის წევრები საკუთარი ინიციატივით სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა მეზობლებს შორის მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. გამოძიება დამამძიმებელ მდგომარეობაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.