თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ბრიტანეთში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა დედოფალ ელიზაბეტ მეორის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი, წერს ბუკინგემის სასახლე Twitter-ზე.
„მისმა უდიდებულესობა დედოფალმა ღრმა მწუხარებით გვაუწყა საყვარელი მეუღლის, მისი სამეფო უმაღლესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის გარდაცვალება“, — ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი ამ დილით გარდაიცვალა უინძორის სასახლეში — ბრიტანეთის მონარქების რეზიდენციაში ბერკშირის საგრაფოში.
პრინცი ფილიპი 1921 წლის 10 ივნისს დაიბადა საბერძნეთში — დანიისა და საბერძნეთის პრინცის ოჯახში. მას შემდეგ, რაც 1922 წელს უფროსმა ბიძამ უარი თქვა ტახტზე ასვლაზე, ფილიპის ოჯახი ქვეყნიდან გააძევეს.
დედოფალი ელისაბედი მან კოლეჯში სწავლისას გაიცნო და 1947 წელს ისინი დაქორწინდნენ. ფილიპმა ბრიტანული გვარი მიიღო და მაუნტბატენად დაეწერა. ქორწინების შემდეგ მას ედინბურგის ჰერცოგის ტიტული მიენიჭა.