ირაკლი ბენდელიანი: ჩვენი მთავარი მიზანია შევაჩეროთ მიწის მასის გადაადგილება
© Sputnik
„მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერულ არეალში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ზოგადად ამ სამუშაოებზე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მეწყრის გამაგრების სამუშაოები. ეს არის პირველი რიგის გადაუდებელი ღონისძიება, რომლის მიზანია შევაჩეროთ ამ მიწის მასის გაადგილება, რათა შემდგომში ის პრობლემები არ შეიქმნას რაზეც უამრავჯერ გვაქვს ნალაპარაკები. ასევე მნიშნელოვანია რომ ამ ღონისძიებების შედეგად მოხდეს უშალოდ ხახუნის ძალის გაძლიერება, რაც კიდევ უფრო დაასტაბილურებს აქ მიმდინარე პროცესებს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება.