ყვითელი ამბები

გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის რომანტიკული ფოტოები

გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ერთმანეთზე შეყვარებული ის ორი ადამიანია, რომელიც წლის საუკეთესო წყვილად აღიარეს.
Sputnik

მსახიობისა და წამყვანის გიორგი გასვიანის მეუღლე საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო და უცებ შეიყვარა. წყვილი ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში. მარიტამ ცოტა ხნის წინ უსაყვარლესი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც მისი და გიორგის ცხოვრებიდან ლამაზი, რომანტიკული, ემოციური ფრაგმენტებია შეკრებილი.

წყვილი ახალ ფოტოებსაც აქვეყნებს, რამაც მათი გულშემატკივრები ძალიან გაახარა. ფაქტია, რომ მარიტას და გიორგის მიმართ ადამიანებს თბილი დამოკიდებულება აქვთ და წყვილის შესაფასებლად ლამაზ სიტყვებსაც არ იშურებენ.

ფაქტია, რომ წყვილი ერთმანეთზე ყურებამდეა შეყვარებული. ტელეწამყვანმა და მსახიობმა გიორგი გასვიანმა და მისმა რჩეულმა მარიტა მელიქიშვილმა ჯვარი ახლახან, 23 იანვარს დაიწერეს და ქორწილიც გადაიხადეს, რომელსაც ქართული ბომონდის თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა.