ყვითელი ამბები

ხათუნა ჟორდანიას დედა გარდაეცვალა - ნინი ქარსელაძე ფოტოებს აქვეყნებს

ხათუნა ჟორდანიას ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე
Sputnik

მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, გარდაიცვალა ხათუნას დედა, ნუნუ ჟორდანია. მომღერლის თქმით, 84 წლის ნუნუ ჟორდანია სახლში, გულით, სამი დღის წინ გარდაიცვალა, მანამდე კი კლინიკაში ერთი თვე მკურნალობდა.

ბებიის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ნინი ქარსელაძეს გამოეხმაურა და „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მისი ფოტოები გამოაქვეყნა. მომღერალი სულ რამდენიმე თვეა დაოჯახდა, თუმცა ამ ამბავს მალავდა. საიდუმლო ხათუნა ჟორდანიამ გაამხილა.

მომღერალი ნინი ქარსელაძე ბოლო დროს „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ხშირად აქვეყნებდა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა სახეს არასდროს აჩენდა. ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, რომ მისი რჩეული 17 იანვარს 38 წლის გახდა და იუბილე ნინის ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.