ყვითელი ამბები

„ბებომ დარეკა სასწრაფოში...“ – როგორ გადაურჩა სიკვდილს ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი აქტუალობას არ კარგავს, მომღერლის და ტელეწამყვანის პირადი ცხოვრება ყოველთვის აინტერესებთ. ირკვევა, რომ ნინი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
Sputnik

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა „პრაიმშოუში“ გაიხსენა, რომ მოიწამლა და სასწრაფო დახმარების ექიმები რომ არა, ის ალბათ მოკვდებოდა. ამისთვის მან გადაცემაში მიწვეულ ექიმებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „112“-ში მისმა ბებიამ დარეკა, ოპერატორს უთხრა, რომ მისი შვილიშვილი კვდებოდა და სთხოვა როგორმე გადაერჩინათ. „წამებში გადამარჩინეს. რომ არ მოსულიყავით, ალბათ მე დღეს აქ არ ვიჯდებოდი“, – გაიხსენა ტელეწამყვანმა.

ნინი ბადურაშვილი ცნობილი მუსიკოსის ეკა კახიანის შვილია. პროფესიით მსახიობი ამჟამად ტელეწამყვანის ამპლუაშია. პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს. ჰყავს გოგონა წარუმატებელი ქორწინებიდან.

მომღერალი 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც მალე ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა. ნინი ბადურაშვილი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა.