სამხრეთ კორეის პროვინცია სამხრეთ ჩოლაში რამდენიმე წლის წინ ლავანდების პლანტაცია გააშენეს - 40 ათასმა მცენარემ ბანვოლდოს და პარკ-ძიდოს კუნძულები ზღაპრულ ადგილებად აქცია.
აქ ასევე სხვა ხეებიც ხარობს, იისფერითაა შემოსილი ადგილობრივი შენობები, მათ შორის სასტუმროები, რესტორნები, მოსასვენებელი ოთახები, ფოტოჯიხურები, საცხოვრებელი სახლები და ხიდიც კი, რომელიც ორ კუნძულს აკავშირებს ერთმანეთთან.