ლავროვი: მოსკოვი ყველა მტრულ ნაბიჯს გასცემს პასუხს

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებასა და რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას გეგმავს.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. მოსკოვი პასუხს გასცემს ვაშინგტონის მხრიდან ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

Bloomberg: ვაშინგტონი რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას გეგმავს

აღნიშნულის თაობაზე სააგენტო РИА Новости წერს.

„ამის კომენტირება რთულია. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯებს გავცემთ პასუხს. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მინახავს, არაფერი გამოცხადებულა“, — აღნიშნა ყაზახეთში ვიზიტით მყოფმა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, მისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ „რუსეთის მტრული ნაბიჯების“ მიმოხილვა დაასრულა, რაც, მისი აზრით, „ამერიკელებს რაღაცნაირად მალე გამოუვიდათ“.

მანამდე სააგენტო Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაამთავრეს რუსეთის მხრიდან ისეთი სავარაუდო სამართალდარღვევების შესახებ სადაზვერვო მონაცემების შესწავლა, როგორიცაა ჰაკერული შეტევა SolarWinds-ის მეშვეობით და არჩევნებში ჩარევა, და ნიადაგი მოამზადეს მოსკოვისთვის პასუხის მალე გამოსაცხადებლად. მათი თქმით, ვაშინგტონის საპასუხო ნაბიჯები შესაძლოა მოიცავდეს ახალ ანტირუსულ სანქციებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების გაძევებას ქვეყნიდან, რომლებსაც აშშ-ში დაზვერვის ოფიცრებად მიიჩნევენ.