ღამე წითელ პლანეტაზე: ვერტმფრენი Ingenuity მარსზე დაჯდა - ფოტო

Sputnik

NASA-ს მიერ შექმნილი მინი ვერტმფრენი წარმატებით დაეშვა წითელი პლანეტის ზედაპირზე და პირველი გაფრენისათვის ემზადება. კოსმოსურმა სააგენტომ უნიკალური მოვლენის პირველი ფოტოები გაავრცელა.

ზემსუბუქი საფრენი აპარატი მიმაგრებული იყო მარსმავალზე სახელწოდებით Perseverance, რომელიც მარსზე 18 თებერვალს დაჯდა. 400 მილიონი კილომეტრის შემდეგ ის მოწყდა გადამზიდს და წითელ პლანეტაზე დაეშვა.

1 / 8
ვერტმფრენი Ingenuity მარსის ზედაპირზე მარსმავალი Perseverance-დან გადაჯდა
2 / 8
მარსმავალი Perseverance ვერტმფრენის დამცველ ფარს იხსნის დაჯდომის დროს
3 / 8
Ingenuity წარმატებით გაუმკლავდა პირველ ღამეს მარსზე, რა დროსაც ექსტრემალური ყინვა იყო
4 / 8
ტემპერატურა წითელ პლანეტაზე მინუს 90 გრადუსამდე ეცემა
5 / 8
ორ კილოზე მსუბუქ კომპაქტურ აპარატზე მკვლევარები დიდ იმედებს ამყარებენ
6 / 8
ვერტმფრენის გამოცდები უჩვენებს, შესაძლებელია თუ არა მარსის ატმოსფეროში ფრენა
7 / 8
ახლო მომავალში ვერტმფრენს დამატებითი ტესტები ჩაუტარდება
8 / 8
შემდეგ კი Ingenuity პირველად გაფრინდება