საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ონის რაიონში გასულ თვეში ათი დღის განმავლობაში ოთხი მიწისძვრა მოხდა – აქ მარტში 4.2, 3.8, 3.7 და 3.0 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ქალაქ ონთან 3.2 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები ონიდან 2 კილომეტრში, 13 კილომეტრის სიღრმეზე, სოფელ ონჭევთან 13:02 საათზე დაფისირდა. 

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.