თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კორონავირუსის ტესტზე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ პრეზიდენტი Facebook-გვერდზე წერს.
საქართველოს პრეზიდენტი გუშინ თვითიზოლაციაში გადავიდა მიუხედავად იმისა, რომ ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.
„ტესტი უარყოფითია! მადლობა ყველას ვინც მომიკითხა“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა თვითიზოლაციაში გადასვლის გადაწყვეტილება რისკების თავიდან აცილების მიზნით მიიღო, ვინაიდან მას კონტაქტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.