ყვითელი ამბები

„მამასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს“ - ირაკლი ჩარკვიანის გოგონას ვეღარ იცნობთ

ნანას მშობლებს საზოგადოება კარგად იცნობს. ქეთათო 17 წლის იყო, როდესაც ბედი თავის საყვარელ მუსიკოსს დაუკავშირა. საკმაოდ არაორდინარული წყვილი იყო
Sputnik

„მეფე“ ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათო პოპიაშვილის გოგონა პატარაობიდანვე ულამაზესი იყო. ამბობენ, რომ ნანას მამის ნაკვთები და დედის იერი აქვს. გოგონა უკვე აბიტურიენტია და ევროპისა და ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტს შორის არჩევანის გაკეთებას ცდილობს.

ნანამ კარიერასა და ოჯახზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. მისი თქმით, ირაკლისთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. „ფიზიკურად არ მახსოვს ირაკლი, მაგრამ მისი მენტალური სურათი ბავშვობიდან მაქვს თავში. მასთან ისეთი მოგონებები არ მაკავშირებს, როგორიც სხვა ბავშვებს აქვთ მამებთან, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ვთვლი, რომ ირაკლისთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს", - აღნიშნავს ნანა ჩარკვიანი.

ნანას მშობლებს საზოგადოება კარგად იცნობს. ქეთათო 17 წლის იყო, როდესაც ბედი თავის საყვარელ მუსიკოსს დაუკავშირა. საკმაოდ არაორდინარული წყვილი იყო. ხშირად წერდნენ დუეტებს, გამოდიოდნენ კლუბებში კონცერტებზე, რომელთა ჩანაწერებიც დღემდეა შემონახული. შემდეგ შეეძინათ გოგონა – ნანა. ამბობენ, რომ ამ ასაკში შვილის დაბადებამ ჩარკვიანი უდიდესი პასუხისმგებლობით აავსო.

მალე შვილს სიმღერაც მიუძღვნა. ირაკლის გარდაცვალების შემდეგ ქეთათოს მიმართ ყურადღება გაორმაგდა. ინტერვიუებში ჟურნალისტები უკვე თამამად ეკითხებოდნენ, იფიქრებდა თუ არა მეორედ დაოჯახებაზე, რაზეც მუსიკოსი პასუხობდა, რომ არაფერს გამორიცხავდა. ქეთათომ მუსიკის წერა გააგრძელა, ხშირად ჩნდება სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილებში და არც აქტიურობა დაუკლია.