ფაშინიანმა სომხეთში ახალი ატომური სადგურის მშენებლობა პუტინთან უნდა განიხილოს

ამჟამად სომხეთში ფუნქციონირებს ერთი ატომური ელექტროსადგური ქალაქ მეწამორში, მისი ორი ენერგობლოკიდან ექსპლუატაციაში მხოლოდ ერთი შევიდა
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ სომხეთში რუსეთის ჩართულობით ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა უნდა განიხილოს. ამის შესახებ РИА Новости წერს.

სომხეთის მთავრობის მეთაური ოთხშაბათს მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ფარგლებში ის განიხილავს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკვანძო საკითხებს, კერძოდ, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, ენერგეტიკას, უსაფრთხოებას, სტრატეგიულ ინვესტიციებს და ჯანდაცვას.

ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის თარიღი დაასახელა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის დღის წესრიგში შესულია საკითხები, რომლებიც უკავშირდება ყარაბაღზე სამმხრივი განცხადების დებულებების შესრულებას, მათი განხორციელების პროცესს და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებს.

ამჟამად სომხეთში ატომური ელექტროსადგური ქალაქ მეწამორთან ფუნქციონირებს. მისი ორი ენერგობლოკი გააჩერეს 1988 წელს, სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. 1995 წელს, ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, მეორე ენერგობლოკი კვლავ აამუშავეს.

2018 წლის მაისში სომხეთის ატომური ელექტროსადგურის გენერალურმა დირექტორმა მოვსეს ვარდანიანმა განუცხადა РИА Новости-ს, რომ მიმდინარეობდა საშუალო სიმძლავრის ენერგობლოკის მისაღები პროექტის მოძიება, ამ დროს უპირატესობა ენიჭებოდა რუსული პროექტის PWR-ის ტიპის ენერგეტიკულ რეაქტორს, რადგან სადგურის პერსონალს სწორედ ასეთი ენერგობლოკების ექსპლუატაციის მდიდარი გამოცდილება გააჩნია.