კულუმბეგოვი: სახელმწიფომ ახალი შეზღუდვების შემოღებამდე ჯერ არსებული უნდა გაამკაცროს

საზოგადოებას ხშირად უნდა შევახსენოთ პირბადის მნიშვნელობა, რადგან ვირუსის გავრცელების გაკონტროლებაში მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მიაჩნია იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს.
Sputnik
კულუმბეგოვი: სახელმწიფომ ახალი შეზღუდვების შემოღებამდე ჯერ არსებული უნდა გაამკაცროს
„სახელმწიფომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვების შემოღებამდე ჯერ არსებული რეგულაციების აღსრულება უნდა გაამკაცროს. აქ ასევე ბევრი რამის მოფიქრებაც შეიძლება. თუნდაც ის, რომ იმავე ვაქცინირებული ადამიანებისათვის რაღაცეები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, მაგალითად, არ დაიკეტოს ბიზნესი და ვაქცინაციის შემთხვევაში იქ ადამიანებს შეეძლოთ მისვლა“, – თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველი არხის“ ეთერში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 687-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 285.645-ს მიაღწია. ეპიდემიოლოგები ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას ელოდებიან.