არქიმანდრიტი იოანე: ამით ეხარა სრულიად კაცობრიობას, რომ დაიწყებოდა ადამიანის გამოხსნა

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი) მორწმუნეთათვის დღევანდელი დღის – ხარების დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობს.
Sputnik
არქიმანდრიტი იოანე: ამით ეხარა სრულიად კაცობრიობას, რომ დაიწყებოდა ადამიანის გამოხსნა
„7 აპრილს ეკლესია დღესასწაულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას. ამ დღეს წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და აუწყა, რომ მისგან იშვებოდა ყმა იესო ქრისტე, მესია და ამით ეხარა სრულიად კაცობრიობას, რომ დაიწყებოდა ადამიანის გამოხსნა. მოგეხსენებათ, მრავალი ათასი წლის განმავლობაში ელოდებოდნენ, რომ უნდა მოვლენილიყო მესია ქვეყნად“, – თქვა არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ხარება ერთ-ერთია 12 ძირითად მართლმადიდებლურ დღესასწაულთა შორის. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.