ყვითელი ამბები

ანდრია გველესიანის ორსული მეუღლე არაჩვეულებრივ ფორმაშია - წყვილის ახალი ფოტოსესია

ცნობილი მომღერალი ანდრია გველესიანის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. ის და მისი მეუღლე მაიკო ვაწაძე პირველ შვილს ელოდებიან
Sputnik

მსახიობისა და მომღერლის, ანდრია გველესიანის მეუღლე, ასევე მსახიობი, მაიკო ვაწაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, სადაც კარგად ჩანს მისი მომრგვალებული მუცელი. მსახიობი შეუდარებელ ფორმაშია. წყვილი ქორწინებიდან სამი წლისთავზე პირველ შვილს ელოდება.

ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად მოიაზრებიან. ისინი დაახლოებით ოთხი წელია, რაც ერთად არიან და სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებენ რომანტიკულ ფოტოებს. საზოგადოებაც ყოველთვის ელის მათ ახალ-ახალ სურათებს და თბილ სიტყვებსაც არ იშურებს ხოლმე.

მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი თავის ულამაზეს მეუღლესთან ერთად ესპანეთში ისვენებს. წყვილმა Instagram-ზე რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.

ანდრეას და მაიკოს სიყვარულის ამბავი 4 წლის წინ დაიწყო. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს. პირველ კურსზე სპექტაკლში „მუნჯი ახმედი და ზღვა“ შეყვარებულების როლი ითამაშეს.