COVID-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება: ჯანმოს მონაცემები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ეპიდემიოლოგიური ბიულეტენი ახალ მონაცემებს აქვეყნებს COVID-19-თან დაკავშირებით
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიმატა ბოლო კვირაში, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენში.

გებრეიესუსი მიმართავს ქვეყნებს, სადაც კოვიდ-ვაქცინაცია დაიწყო

ჯანმოს ინფორმაციით, COVID–19–ის დიაგნოზით დაღუპულთა რიცხვი 11%-ით გაიზარდა და ბოლო ერთ კვირაში 71 ათასი კაცი შეადგინა.

ბიულეტენის თანახმად, COVID–19–სგან გარდაცვლილთა რაოდენობამ სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში ერთ კვირაში 46% შეადგინა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში — 15%, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში — 7%, ხოლო ევროპაში — 2%.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ორგანიზაციის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ზედიზედ მეექვსე კვირაა იზრდება — ბოლო შვიდ დღეში ინფიცირების ოთხ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ მსოფლიოში COVID–19–ის 132.302.451 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან გარდაიცვალა 2.871.786 ადამიანი და განიკურნა 75.126.061 კაცი.