ყვითელი ამბები

ნათია ლაზაშვილი ბინას ტურისტებზე აქირავებს - ფოტოები

ცნობილ სატელევიზიო სახეს დიზაინერობის ნიჭიც ჰქონია. ნახეთ რა საოცრად მოაწყვეს და-ძმა ლაზაშვილებმა გასაქირავებელი ბინა
Sputnik

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნათია ლაზაშვილმა ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბინის ფოტოები, რომლებმაც მნახველთა აღფრთოვანება გამოიწვია. ნათია წერს, რომ ბინის დიზაინი მისი და მისი ძმის, გიორგი ლაზაშვილის შექმნილია.

ულამაზეს ბინაში ფერთა შესანიშნავი შეხამებაა. ინტერიერის დიზაინით აღფრთოვანებას ვერ მალავენ ნათიას მეგობრები და წერენ, რომ მსგავსი ბინა ერთი დღეც არ დარჩება სტუმრის გარეშე. ნათიამ და მისმა ძმამ სახლი ახლახან დაასრულეს. ის საიტზე airbnb.co.uk განათავსეს და სტუმრებს უკვე ელოდებიან.

ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი ახლა „რუსთავი 2“-ის გუნდის წევრია. მისი კარიერული აღმასვლა ამ ტელევიზაში წლების წინ დაიწყო, თუმცა გასული 13 წლის განმავლობაში ის სხვა სივრცეში ცდიდა ბედს. 2019 წელს, როდესაც „რუსთავი 2“-ში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, არხზე კვლავ დაბრუნდა.

წარმატებული ჟურნალისტის უკან ცხოვრების ბევრი საინტერესო დეტალი დგას, რომელზეც ტელეწამყვანი საჯაროდ საუბარს ყოველთვის ერიდება. ნათიას და გიორგის ერთი შვილი ჰყავთ – 26 წლის ლეკო ფრუიძე.