ყვითელი ამბები

ქართველი მონიკა ბელუჩი დაინიშნა – ნახეთ რა რომანტიკულად სთხოვეს ხელი ბათუმელ გოგონას

გოგონა განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადაღებულმა მისმა ფოტომ სოციალური ქსელები მოიარა.
Sputnik

19 წლის ბათუმელ მოდელს ლორენა ზოიძეს შეყვარებულმა ხელი ორიგინალურად სთხოვა და ისიც უყოყმანოდ დათანხმდა.

მოდელი, რომელსაც ქართველ მონიკა ბელუჩის უწოდებენ, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე” საკმაოდ პოპულარულია და ის „ფოლოვერებს“ ხშირად უზიარებდა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

გოგონა განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადაღებულმა მისმა ფოტომ სოციალური ქსელები მოიარა. საზოგადოება ვერ მიხვდა ფოტოზე რომელი იყო დედა და რომელი - შვილი.

ლორენას დედა ქრისტინა სოციალურ ქსელებში აქტიური აღარ არის. შვილის „ინსტაგრამზე“ ერთად გადაღებულ რამდენიმე ფოტოს თუ ნახავთ, რომელთა ნახვის შემდეგ მართლაც გაგიჭირდებათ მშობლის და შვილის გარჩევა.

ბოლო დროს გოგონამ ინფლუენსერობაც დაიწყო. „ინსტაგრამზე“ ლორენას 63 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს და იქ აქტიურად აქვეყნებს სხვადასხვა სარეკლამო პოსტებსა თუ ფოტოებს გადაღებებიდან.