ყიფშიძის ქუჩაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დამონტაჟდა

მერიის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები დაიდგმება.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ჭავჭავაძის გამზირის შემდეგ მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები ყიფშიძის ქუჩაზე დამონტაჟდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება

ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე 90 ერთეული მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი გასულ წელს დამონტაჟდა.

მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები არის წყალგამძლე, შედგება ბეტონის ბუნკერისა და უსაფრთხოების პლატფორმისგან. კონტეინერი აღჭურვილია ხუფით ქვეითების უსაფრთხოებისთვის და ავსების სენსორით, რაც ექსპლუატაციის პროცესში გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

თბილისში მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟს შპს „ჯი-თი გრუპი“ ახორციელებს.

როგორც ადრე თბილისის მერიაში განაცხადეს, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ეტაპობრივად დამონტაჟდება. გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება.