ყვითელი ამბები

„ამ „ვიდზე“ მართლა რამდენს ვბედავდი?!“ - ანრი ჯოხაძე ფოტოს აქვეყნებს, სადაც ვერ იცნობთ

ანრი ჯოხაძემ სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა და კრიტიკას არ მოერიდა. ნახეთ რას უწერენ ცნობილი ადამიანები ანრის
Sputnik

„ამ „ვიდზე“ მართლა რამდენს ვბედავდი?! ალოოოო“ – ასე ეხმაურება ანრი ჯოხაძე წლების წინ გადაღებულ ფოტოს, როდესაც დალი ჩიტალაძესთან ერთად „ორ ვარსკვლავში“ მონაწილეობდა. აშკარაა, რომ ანრი მაშინ წონის მატებას უჩიოდა, თუმცა ახლა კარგად გამოიყურება და ფორმაშია.

გამოქვეყნებულ ფოტოს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ანრის დალი ჩიტალაძემ შემდეგი კომენტარი დაუწერა: „ვაიიი, როგორ ვაფრენ ამ ფოტოზე, შენ არაფერი გიშლის ხელს, რომ ანრიობდე… კი ვიყავით ლიდერები და…“. კესარია აბრამიძე კი წერს, რომ როცა ანრი ჯოხაძე პირს აღებს, მას ყველაფერს პატიობენ.

ხმაურიანი ვარსკვლავი ექსპერიმენტებს არ უშინდება. ბოლო პერიოდშიც სტილი რადიკალურად შეიცვალა ისე, რომ არავის ტოვებს გულგრილს. ახლა ელეგანტური მომღერალი საუცხოოდ გამოიყურება და მისი მისამართით უამრავი კომპლიმენტი ისმის. სტილის ცვლილების გარდა, ანრიმ წონაში საგრძნობლად დაიკლო.

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი და შოუმენი ანრი ჯოხაძე 40 წლისაა. მისი ხმა, მანერები, იუმორი თუ ეპატაჟურობა მუდამ ყურადღების ცენტრშია. შემოქმედებითი უნარებისა და კომპოზიტორობის გარდა, ტელეწამყვანობაც შეითავსა. „პრაიმ შოუს“ ერთ-ერთი გამორჩეული წამყვანია. შემსრულებელი გადაღებების პერიოდში დაღლილ სტუმრებსა და წამყვანებს იუმორითა და სასაცილო სიტუაციებით ამხნევებს.