ყვითელი ამბები

„ახლა დაშორებულები ვართ, მაგრამ, იმედი მაქვს, დროებით...“ – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს. ნახეთ რა გაამხილა რადიოინტერვიუში მინისტრმა.
Sputnik

თეა წულუკიანი რადიო „ფორტუნა პლუსის” გადაცემა „ვიზიტორის” სტუმარი იყო, სადაც ძირითადად საკუთარ საქმიანობაზე, გატაცებაზე და შვილზე ისაუბრა.

წულუკიანის თქმით, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ცდილობს შვილთან დიდი დრო გაატაროს. მომავალში კი, იმედი აქვს, როდესაც მისი შვილი დიდი იქნება, მასთან ერთად იმოგზაურებს, აღარ იქნება თანამდებობის პირი და ნორმალური ცხოვრებით იცხოვრებს.

წამყვანი დაინტერესდა, როგორი მზარეულია თეა წულუკიანი, რაზეც მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა: „როცა სტრასბურგში ვცხოვრობდი, მაშინ უფრო მეცალა და ჩვენ „კარგი მეგობრები ვიყავით“. ახლა დაშორებულები ვართ, მაგრამ, იმედი მაქვს, დროებით. ეს არ არის ის, რაც არ მომწონს. რომ გითხრათ, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია–მეთქი მოვიტყუები, მაგრამ როცა მაქვს დრო და ჩვენ ვმეგობრობთ, საკმაოდ კარგი შედეგიც იდება“.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი 19 მარტს დაინიშნა. მანამდე წულუკიანი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, საკანონმდებლო ორგანოში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ის მთავრობაში ყველაზე გამოცდილი მინისტრია, რომელიც მინისტრთა კაბინეტში 2012 წელს მოხვდა. თანამდებობას ყველა მინისტრზე მეტხანს იკავებდა და იმუშავა ხუთ პრემიერთან – ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, გიორგი კვირიკაშვილთან, მამუკა ბახტაძესთან და გიორგი გახარიასთან.