თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პოლიტიკური პარტიების რეიტინგის სათავეშია. ამაზე მეტყველებს აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები.
კითხვას, „თუ საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას ჩატარდება, ვის დაუჭერთ მხარს“, რესპონდენტების 35%-მა უპასუხა, რომ მოქმედ ხელისუფლებას აირჩევს. მეორე ადგილზე 18%-ით გავიდა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 3%
- „ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი" - 3%
- „გირჩი მეტი თავისუფლება“ ზურაბ ჯაფარიძე - 2%
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 2%
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" -2%
- „მოქალაქეები“ -2%
- „ლელო“ -1%
ამასთან, გამოკითხულთა 10% ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, 15%-ს კი - გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ან უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. ასევე, 1%-მა განაცხადა, რომ მათ არც ერთი პარტია არ მოსწონთ, 5% კი - ბიულეტენში ყველა პარტიას გადახაზავდა.
კვლევა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 1,5 ათასმა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. გამოკითხვის ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.