როგორ ერთობიან პატარები მამიკოებთან ერთად – სახალისო ვიდეო

არაფერია უფრო სასიამოვნო სანახავი, ვიდრე პატარები, რომლებიც მხიარულობენ, იცინიან და მამიკოებთან ერთად დროს კარგად ატარებენ.
Sputnik

მამობასთან ერთად ახალი ცხოვრება იწყება, რომელიც სავსეა პასუხისმგებლობით, სიხარულით და სხვადასხვა გამოცდებით. ვიდეოში სწორედ ახალგაზრდა მამებისა და მათი შვილების სახალისო და დასამახსოვრებელ მომენტებს იხილავთ.