როგორ ეგებებიან გაზაფხულს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში – ფოტო

Sputnik

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები შემსუბუქდა დიდ ბრიტანეთში და ადამიანებმა ოჯახის წევრებთან ერთად მასობრივად დაიწყეს სეირნობა პარკებსა და სანაპიროებზე.

ევროპის დანარჩენ სახელმწიფოებში კვლავ ებრძვიან კორონავირუსს კარანტინის საშუალებით, თუმცა ადამიანების სახლში დაკავება საკმაოდ რთულია.

1 / 11
გოგონები თბილ ამინდში ცურვის შემდეგ, კოპენჰაგენი
2 / 11
ვაშინგტონში, მერილენდსა და ვირჯინიაში, სადაც ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების დიდი ნაწილი ცხოვრობს, სრული კარანტინი დაწესდა. თუმცა პანდემია თბილი ამინდების მოახლოებას ვერ შეაჩერებს
3 / 11
ბელგიამ უკვე გაამკაცრა შეზღუდვები, რათა შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება. დაიკეტა სკოლები და უნივერსიტეტები, სააღდგომო არდადეგები დაახლოებით 3 კვირით გახანგრძლივდა. ფოტოზე: პარკი ბრიუსელში
4 / 11
დიდი ბრიტანეთში კი შეზღუდვები შემსუბუქდა. ადამიანებმა მასობრივად დაიწყეს ქუჩებში გამოსვლა ბავშვებთან და ძაღლებთან ერთად, ისინი პარკებსა და პლაჟებს სტუმრობენ
5 / 11
საფრანგეთმა 3 აპრილიდან მთელ ქვეყანაში ერთ თვიანი კარანტინი გამოაცხადა
6 / 11
მზის ჩასვლა გაზაფხულის თბილ საღამოს მადრიდში
7 / 11
ადამიანები ხელოვნურ პლაჟზე ლონდონში
8 / 11
ადამიანები ველოსიპედებით სეირნობენ თბილ ამინდში, ბორნმუტი
9 / 11
სანაპიროზე მზიან ამინდში, საფრანგეთი
10 / 11
გოგონა აყვავებული ალუბლის ძირში ფოტოს გადაღებისას, ამსტერდამი
11 / 11
გოგონა ირუჯება პლაჟზე ნიცაში