პროკურატურამ თაღლითური სქემა გამოავლინა – ვიდეო

პროკურატურამ თაღლითური სქემა გახსნა. უწყებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრს ბრალი წარუდგინა.
Sputnik

დაკავებულთა შორის საქართველოს ათი და ერთი ისრაელის მოქალაქეა.

დანაშაულის გახსნა პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ევროჯასტთან“ საერთაშორისო თანამშრომლობით შეძლეს. უკვე იდენტიფიცირებულია ევროკავშირის ათეულობით დაზარალებული მოქალაქე, ამ ეტაპისთვის დადგენილი ზიანის ოდენობა კი 620 000 ევროს შეადგენს. საქმეზე გრძელდება გამოძიება.