ესპანელებს ქვეყანაში უცხოელების შეშვება არ სურთ: გამოკითხვის შედეგები

ვინ ეწინააღმდეგება ესპანელთაგან ქვეყანაში უცხოელი ტურისტების შესვლას, ეს გამოკითხვის შედეგებიდან გახდა ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ესპანეთის მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება ქვეყანაში უცხოელი ტურისტების შეშვებას COVID-19-ის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, იუწყება ადგილობრივი გამოცემა El Mundo ცენტრ Sigma Dos-ის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.

ევროპელები კოვიდ-ვაქცინაციას უფრთხიან: სააგენტო Reuters გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს

გამოცემის ინფორმაციით, რესპონდენტთა დაახლოებით 60% არ ემხრობა საზღვრების გახსნას მანამ, სანამ ქვეყანაში გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული. ამასთან, მოსახლეობის 31% თანახმაა უცხოელი ტურისტების ესპანეთში შეშვებაზე იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის ზომები გამკაცრდება.

გარდა ამისა, რესპონდენტების ნახევარზე ბევრად მეტს, დაახლოებით 63,5%-ს ეჭვი ეპარება, რომ ვაქცინაცის შედეგად კორონავირუსის ეპიდემია ზაფხულისთვის დამთავრდება. ასეთთა შორის უმეტესობა 30-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანია. ამას გარდა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 29,4%, ძირითადად 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, ამ საკითხში ოპტიმისტურადაა განწყობილი.

აღინიშნება, რომ გამოკითხვაში ესპანეთის ათასი სრუწლოვანი მოქალაქე მონაწილეობდა.

ესპანეთის ხელისუფლებას სურს, რომ კორონავირუსზე მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 2021 წლის ზაფხულის ბოლომდე აცრას. ამ დროისათვის ქვეყანაში ვაქცინაცია Moderna-ს, Pfizer/BioNTech-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატებით მიმდინარეობს.