თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა, რომლითაც მისი ყოფილი მეუღლე ალიმენტს ითხოვს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
სარჩელში დეტალურად არის აღწერილი მცირეწლოვნის ყოველთვიური საჭიროებები, რაც მოიცავს მის განათლებას, დასვენებას, შოპინგს, ძიძის, ასევე მძღოლის მომსახურებას და სხვ. მაგალითად, სეზონური ტანსაცმელი (წელიწადში სამჯერ) – სულ 18 000 ლარი; დასვენება (წელიწადში სამჯერ) – სულ 18 000 ლარი; ძიძის თანხა – 1000 ლარი; გუვერნანტის ანაზღაურება – 1500 ლარი; სექტემბრიდან სკოლის გადასახადი 2900 ევრო (წელიწადში) და ა.შ.