თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოში აზერბაიჯანის ტეროტორიის გავლით შემოსული რუსული გაზის მოცულობა 150 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, განუცხადა Sputnik-აზერბაიჯანს SOCAR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ იბრაგიმ ახმედოვმა.
მისი თქმით, SOCAR-სა და „გაზპრომს ექსპორტს“ შორის ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებას ერთი თვის განმავლობაში.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის განცხადებით, მაგისტრალურ მილსადენზე „ჩრდილოეთ კავკასია - ამიერკავკასია“ დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ მიმართა აზერბაიჯანს თხოვნით, გაატაროს მისი გაზი საქართველოში. როგორც SOCAR-ის ინფორმაციაშია ნათქვამი, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად აზერბაიჯანიდან საფასურის სანაცვლოდ საქართველოში განხორციელდება რუსული გაზის დროებითი ტრანზიტი.