როგორ ამოვიცნოთ ალერგია: პედიატრი ხუთ ჯგუფს ასახელებს

ცნობილი პედიატრი და ტელეწამყვანი ევგენი კომაროვსკი დეტალურად ასახელებს სიმპტომებს, რომლებითაც შეიძლება ალერგია გამოვლინდეს.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. უმაღლესი კატეგორიის პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ ალერგიის სიმპტომების ჯგუფები დაასახელა, რაზეც მშობლებმა განსაკუთრებით უნდა გაამახვილონ ყურადღება ალერგიული სეზონის დადგომასთან ერთად.

ბავშვებში ალერგიისა და ეგზემის რისკის შემცირების გზა – მეცნიერების რჩევა ორსულებს

ექიმის თქმით, ალერგიის სიმპტომები ხუთ ჯგუფად იყოფა და თითოეულში რამდენიმე ნიშანი შედის. ესენია:

სასუნთქი გზების მხრივ: ცხვირის გაჭედილობა, ხველება, ხმის ჩახრინწვა და გაძნელებული სუნთქვა;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი;

კანის მხრივ: ქავილი, შეწითლება, გამონაყარი და დასივება;

თვალების მხრივ: ცრემლდენა, თვალების გაწითლება და წვა;

სხვა სიმპტომები: სისუსტე, ფერმკრთალობა, ცნობიერების აღრევა, თავბრუს ხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება და ცივი ოფლი.

ექიმის განმარტებით, ალერგიული დაავადებები მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. პლანეტის მოსახლეობის 30-40% ალერგიულია სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ.

ალერგია — ეს არის მომატებული მგრძნობელობა ისეთი ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩვეულებრივ არ უნდა იწვევდნენ რამენაირ გართულებებს ადამიანის ორგანიზმში. ალერგიულობა არის არა იმუნური სისტემის სისუსტე, არამედ ამ სისტემის არასწორი მიმართულებით გაძლიერებული ფუნქციონირების შედეგი.