პოლიციასთან დაპირისპირება ნამახვანში: ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

ნამახვანში პროტესტანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც სამოქალაქო აქტივისტები ჰესის მშენებლობის წინააღდეგ გამოდიან. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში კადრები მოვლენათა ეპიცენტრიდან
Sputnik

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის ტერიტორიაზე გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტა.

სამშენებლო სამუშაოების განახლებამ და კომპანია ENKA-ს ახალი დირექტორის - მერაბ ლომინაძის გამოჩენამ აქტივისტების პროტესტი გამოიწვია.

მიუხედავად დემონსტრანტების მიმართ გაჟღერებული მოწოდებებისა დაშლასა და წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის მოხდა შეტაკება, რომლის შედეგადაც დააკავეს ორი ადამიანი.