კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი, რეგიონები

საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3%-იან ნიშნულს უახლოვდება, ხოლო რეგიონებიდან თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა, ხოლო სამცხე-ჯავახეთი – არც ერთი
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი  – Sputnik. დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 464 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან თბილისში 243 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 2,97%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 1,85%-ს, ბოლო 7 დღის - 2,01%-ს. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე  აჭარაა, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა – 57, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 49, იმერეთი – 28, გურია – 28, შიდა ქართლი – 23, ქვემო ქართლი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 10, კახეთი – შვიდი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 0.
ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის ოთხ სოფელში პოლიციის საკონტროლო პუნქტები მოეწყო

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5.397, საიდანაც, 1.822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 853, აჭარაში – 266, იმერეთში – 306.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 342 პირი, მათ შორის, თბილისში – 147, აჭარაში – 37, იმერეთში - 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 73 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში – სამი, იმერეთში – ექვსი.

231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 141 – თბილისში, 85 – აჭარაში.

3.344 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 13. სულ 6 ოქტომბრიდან – 3 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 979 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 110 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 098 პირი, აჭარაში – 1 182, იმერეთში – 1 000.

ბოლო მონაცემებით, ჯამურად აიცრა 10.845 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 1.110).

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 464-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 283.833-ს მიაღწია, გარდაიცვალა – 3.811 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 7). საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.