გააუქმეთ კომენდანტის საათი! თბილისში ახალი საპროტესტო აქცია გაიმართა - ფოტო

Sputnik

თბილისში არ წყდება საპროტესტო აქციები საკომენდანტო საათის წინააღმდეგ, რაც საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე თავისუფლად გადაადგილებას ზღუდავს.

ჯარიმა 2000 ლარს შეადგენს - და უკვე დაჯარიმებულია უამრავი ადამიანი.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ ახალგაზრდები, ასევე პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადო მოღვაწეები.

თუმცა საქართველოს მთავრობა არ აპირებს შეზღუდვის გაუქმებას, ასევე ძალაში რჩება პირბადის ტარების აუცილებლობა და სხვა შეზღუდვები. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო უფრო მკაცრი შეზღუდვებიც წესდება.

1 / 15
რუსთაველი კვლავინდებურად პროტესტის გამოხატვის ტრადიციულ ადგილად რჩება
2 / 15
ამჯერად მსვლელობა „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით გაიმართა
3 / 15
ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე თავისუფლად გადაადგილებაზე შეზღუდვა
4 / 15
კომენდანტის საათის მოწინააღმდეგეები რეგულარულად მართავენ საპროტესტო აქციებს
5 / 15
ამჯერად დემონსტრანტები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს პარლამენტის მიმართულებით
6 / 15
აქციის მონაწილეებს შორის უამრავი ახალგაზრდა იყო
7 / 15
დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ არ ჯერათ ამ შეზღუდვის ეფექტურობისა კორონავირუსთან ბრძოლაში
8 / 15
მსვლელობაში დაახლოებით სამი ათასი ადამიანი მონაწილეობდა
9 / 15
აქცია მცირერიცხოვანი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა არც მასობრივი ხასიათი მიუღია
10 / 15
მსვლელობაში მონაწილეობას ღებულობდა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც
11 / 15
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მომიტინგე ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდა, ზოგიც მოტოროლერითა და ავტომობილით
12 / 15
მსვლელობისას მისი მონაწილეები დოლებზე უკრავდნენ, რათა ყურადღება მიეპყროთ
13 / 15
ასე მივიდნენ ისინი პარლამენტის შენობასთან
14 / 15
თუ მთავრობა არ გააუქმებს კომენდანტის საათის, დემონსტრანტები აქციებს განაგრძობენ
15 / 15
თუმცა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ შეზღუდვას მთავრობა არ გააუქმებს