თეა გოგოტიშვილი: ფსიქოლოგიაში ცალსახად არ არის, რომ აგრესია თავისი არსით ნეგატიურია
© Sputnik
„როგორ შეიძლება, რომ აგრესიის მართვას შევუწყოთ ხელი? არსებობს სპეციალური ტრენინგი იმისთვის, რომ ადამიანმა აგრესიის მართვა შეძლოს და ისწავლოს. ყველა ადამიანს აქვს იმის ნება, რომ აირჩიოს იყოს თუ არა აგრესიული და ასევე შეარჩიოს რა შემთხვევაში და როგორ გამოხატოს იგი“- ამბობს თეა გოგოტიშვილი.
ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი: „ქართულ ენაზე აგრესია არის ბრაზი. შეიძლება, რომ ადამიანს ვინმემ დაუსახოს მიზნად, რომ არ გაბრაზდეს? ეს ბრაზი არის ჩვენი რეაქცია. ხშირად ამბობენ, რომ ესა თუ ის ადამიანი აგრესიულია, ან გარდატეხის ასაკში გახდა ასეთი.“