ყვითელი ამბები

ულამაზესი ბათუმელი გოგონა შეყვარებულია – ნახეთ ვინ არის მისი რჩეული

ლორენა ზოიძე განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებული მისი ფოტო გავრცელდა. სოცქსელის მომხმარებლებს უჭირდათ დედა-შვილის გარჩევა.
Sputnik

სოციალურ ქსელებში სულ უფრო პოპულარული ხდება აჭარელი მოდელი ლორენა ზოიძე, რომელიც 18 წლისაა. მისი ფოტოები „ინსტაგრამს“ და „ფეისბუქს“ ამშვენებს.

გოგონა განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადაღებულმა მისმა ფოტომ სოციალური ქსელები მოიარა. საზოგადოება ვერ მიხვდა ფოტოზე რომელი იყო დედა და რომელი - შვილი.

ლორენას დედა ქრისტინა სოციალურ ქსელებში აქტიური აღარ არის. შვილის „ინსტაგრამზე“ ერთად გადაღებულ რამდენიმე ფოტოს თუ ნახავთ, რომელთა ნახვის შემდეგ მართლაც გაგიჭირდებათ მშობლის და შვილის გარჩევა.

ბოლო დროს გოგონამ ინფლუენსერობაც დაიწყო. „ინსტაგრამზე“ ლორენას 60 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს და იქ აქტიურად აქვეყნებს სხვადასხვა სარეკლამო პოსტებსა თუ ფოტოებს გადაღებებიდან.

როგორც ჩანს, მისი გული უკვე დაკავებულია. მოდელი ხშირად აქვეყნებს სიმპათიურ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. წყვილმა ახლახან ერთად ყოფნის 1 წლის იუბილე აღნიშნა და ლორენამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ რომანტიკული ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა.

ცოტა ხნის წინ ლორენამ ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მის „ფოლოვერებს“ შვილი ეგონათ, თუმცა მოდელმა აღნიშნა, რომ შვილი არ ჰყავს.

 

 

მასალა განახლებულია. პირველადი ვერსია გამოქვეყნდა 2021 წლის 2 მარტს.