კახეთში ფრინველის დაცემის შემთხვევები დაფიქსირდა

ვეტერინარები შემთხვევის ადგილზე მომხდარ ფაქტს სწავლობენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფრინველის დაცემის შემთხვევები დაფიქსირდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.

იაპონიაში ქათმის გრიპის ახალი კერები გაჩნდა

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ვეტერინარები იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ.

„ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია პათოლოგიური მასალა და გადაგზავნილია აკრედიტებულ ლაბორატორიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ვეტერინარების ჯგუფი გამომწვევი მიზეზების მოკვლევას ცდილობს. ადგილზე მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოებიც.