თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 580-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 283.369 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 274.145 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 215), გარდაიცვალა – 3.804 (ბოლო 24 საათში – 6), კარანტინის რეჟიმშია 250, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.758 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 231 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 29.729, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 16.531, PCR ტესტით - 13.198.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,95%, ბოლო 14 დღის - 1,81%, ბოლო 7 დღის - 1,85%.
ბოლო მონაცემებით, ჯამურად აიცრა 9.735 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 826).
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.