ყვითელი ამბები

როგორი სიურპრიზი მოუწყო უცხოელ მეუღლეს სალომე კორკოტაშვილმა

ირკვევა, რომ მომღერალი სალომე კორკოტაშვილი ძალიან რომანტიკული ადამიანია და მეუღლეს ხშირად უწყობს სიურპრიზებს.
Sputnik

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი, რომელსაც ამერიკელი მეუღლე ჰყავს, ამბობს, რომ უზომოდ რომანტიკული ადამიანია, ძალიან უყვარს სიურპრიზების მოწყობა და მეუღლისთვის ისეთი სიურპრიზები მოუწყვია, რომ შოკირებული დაუტოვებია.

მომღერალი ჟურნალ „გზასთან“ იმ ისტორიას იხსენებს, როდესაც მეუღლე დაბადების დღეზე მრავალსართულიანი შენობის ბოლო სართულზე მოტყუებით აიყვანა, მეგობრებს წინასწარ მიატანინა მაგიდა, აიყვანა მუსიკოსები, მეგობრები მიმტანებად აამუშავა და ძალიან ლამაზი, რომანტიკული ვახშამი მოაწყო.

„უცხო ქვეყანაში მოულოდნელად არაერთხელ გავფრენილვართ. რომანტიკა ჩემი ცხოვრების წესია, ურთიერთობას სინათლე და სითბო ემატება“, – ამბობს სალომე.

მომღერალი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც პოპულარობით სარგებლობს. ის საქართველოში ცნობილი ადამიანის გია კორკოტაშვილის ქალიშვილია. პირველი ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნა. მისი რჩეული 19 წლის ტოტო კალანდაძე გახდა.

ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი დაშორდა. სალომეს თქმით, უბრალოდ „სიყვარული გაქრა“. წყვილს ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც ზაფხულში 11 წლის გახდა. სალომემ შვილს დაბადების დღე „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მიულოცა და უსაყვარლესი ერთობლივი ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა.

სალომე ბოლო რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცდილობდა თავის დამკვიდრებას. გოგონა ბერკლის მუსიკის სკოლაშიც სწავლობდა. 2015 წელს მეორედ შექმნა ოჯახი.