ეს გზა რუსეთის მთავარი არქტიკული სანაოსნო მაგისტრალია. ის კარის ზღვის ყურიდან ჩუკოტკის დეჟნევის კონცხამდეა გადაჭიმული. სუეცის არხის ალტერნატივებზე საუბარი კონტეინერმზიდ Ever Given-ის გაჭედვის შემდეგ დაიწყო. 26 მარტს ხომალდი არხის 151-ე კილომეტრზე მეჩეჩზე შეჯდა და მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში მთლიანად გადაკეტა. სხვადასხვა შეფასებებით, მომხდარი მსოფლიო ეკონომიკას მილიარდობით დოლარი დაუჯდა. მართლაც კარგი ალტერნატივაა თუ არა ჩრდილოეთის ზღვის გზა და რა პერსპექტივები აქვს მას – იხილეთ ვიდეოში.