„ქართული ოცნების“ ოფისთან ოპოზიციის 12 აქტივისტი დააკავეს

ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. პოლიციამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან 12 ადამიანი დააკავა.

სამართალდამცველებმა ოპოზიციის აქტივისტები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარტიის ოფისთან უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოჩნდა, რომელსაც ადგილზე შეკრებილები შეძახილებით „მონა“ დახვდნენ. აღნიშნულმა ფაქტმა ვოლსკის გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც საპასუხოდ უხამსი ჟესტიკულაციით აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.