„მოლოტოვის კოქტეილით“ ხელში: უცნობი მამაკაცი მაკრონის რეზიდენციაში შესვლას ცდილობდა

მამაკაცს ხელში ბოთლი ეჭირა, რომლიდანაც ფითილი იყო ამოჩრილი და ის ძალიან წააგავდა „მოლოტოვის კოქტეილს“.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. პარიზში დააკავეს მამაკაცი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, ელისეს სასახლის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა „მოლოტოვის კოქტეილით“ ხელში, იუწყება Le Figaro წყაროებზე დაყრდნობით.

თეთრ სახლზე ოთხჯერ თავდასხმის მცდელობისთვის 35 წლის ამერიკელი ქალი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, სანამ უცნობი მამაკაცი ღობეზე გადაძრომას ცდილობდა, მისი ორი თანამზრახველი კამერით იღებდა ყველაფერს. 

სამართალდამცველებმა სამივე მათგანი დააკავეს „იარაღის გამოყენებით განზრახ ძალადობის ბრალდებით“. თუმცა პოლიციამ ბოთლში, რომელიც თან ჰქონდა მამაკაცს, საშიში ნივთიერება ვერ აღმოაჩინა.

დაკავებულების მოტივი ამ დროისათვის ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, როგორც თავად ელისეს სასახლეში შეღწევის მსურველი მამაკაცი აცხადებს, ის მხატვარია და მისი მიზანი ძალადობრივი აქტი არ ყოფილა.