მეტროს სადგურ „ისანში“ მამაკაცი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მატარებლის ვაგონიდან გამოვიდა და ამ დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. თბილისში, მეტროს სადგურ „ისანში“ შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

უბედური შემთხვევა დაახლოებით 1,5 საათის წინ მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.