დაკარგული სამყარო: უძველესი ჩაძირული ქალაქები – ფოტო

Sputnik
1 / 10
ატლიტ-იამი ნეოლითის ეპოქის დასახლებაა, რომელიც ატლიტის ყურეში კარმელის სანაპიროსთან მდებარეობს და თარიღდება ჩვენს ერამდე დაახლოებით 7000 წლით. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის კვლევებმა აჩვენა, რომ ვულკანი ეტნას აქტიურობის გამო, შესაძლოა მოხდა ცუნამი, რამაც დასახლება დატბორა
2 / 10
ოლუსი არის უძველესი დორიული ქალაქი, რომელიც მდებარეობს სპინალონგის ნახევარკუნძულისა და კრეტას დამაკავშირებელი ყელის ორივე მხარეს. დასახლების შესახებ ყველაზე ადრეული მტკიცებულებები თარიღდება ძვ.წ. VIII საუკუნიდან 480 წლამდე. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ქალაქი დაიტბორა მიწისძვრით შედეგად, დაახლოებით ახ. წ. II საუკუნეში
3 / 10
ჰერაკლიონი, ასევე ცნობილია როგორც ტონისი, ძველი ეგვიპტური ქალაქი ნილოსის დელტის მახლობლად. ქალაქი მიახლოებით ძვ. წ. XII საუკუნით თარიღდება
4 / 10
პავლოპეტრი - ძველი ჩაძირული ქალაქი საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთით. გეოლოგები ვარაუდობენ, რომ დასახლება წყალმა კრეტას მიწისძვრის შემდეგ დაფარა
5 / 10
პორტ-როიალი - თავდაპირველად მას კაგუეი ერქვა. ეს იყო ინგლისის საპორტო ქალაქი და მეკობრეების ცნობილი ბაზა. 1692 წელს იამაიკაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად მოხდა ცუნამი და კაგუეის ქალაქის ბევრი შენობა წყალქვეშ აღმოჩნდა
6 / 10
დანვიჩი - დიდი სავაჭრო პორტი და ქალაქი ინგლისის საფოლკის საგრაფოს აღმოსავლეთ სანაპიროზე. მას თანამედროველი ლონდონის სტატუსი და მოცულობა ძვ. წ. XIII საუკუნეში ქონდა. 1286 წელს დანვიჩს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რამაც სანაპირო ზოლი გაანადგურა
7 / 10
რავენსერ ოდი - ინგლისის საპორტო ქალაქი აღმოსავლეთ იორკშირში, რომელიც 1235 წელს დაარსდა და სწრაფად გაიზარდა სავაჭრო ხომალდების ხარჯზე. სანაპირო, რმელზეც ქალაქი მდებარეობდა, გაანადგურა ეროზიამ. ქალაქი 1362 წელს ჩაიძირა
8 / 10
ბაია - ეს ნაწილობრივ დატბორილი რომაული ქალაქია, რომელიც ნეაპოლის ყურის ნაპირზე მდებარეობს იტალიაში. ქალაქი ნაწილობრივ დაიტბორა ვულკანის მოქმედების შედეგად
9 / 10
დოგერლენდი - დატბორილი მიწა ჩრდილოეთის ზღვაში, რომელიც ოდესღაც ბრიტანეთს დანარჩენ ევროპასთან აკავშირებდა. დროთა განმავლობაში ეს რაიონი ბოლო გამყინვარების პერიოდის შემდეგ (ძვ. წ. 6500-6200 წწ.) ზღვის დონის აწევის გამო ჩაიძირა
10 / 10
დოლჩისტე - ბიზანტიური ქალაქი თანამედროვე თურქეთის კეკოვას კუნძულზე, რომელიც ჩვენს ერამდე IIსაუკუნეში მიწისძვრამ დაანგრია