„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის მახლობლად სამხედრო გემები გამოჩნდა

კომპანია Nord Stream 2 AG აცხადებს, რომ სამშენებლო სამუშაოების ჩატარების რაიონში სამხედრო გემები და თვითმფრინავები გამოჩნდა.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. რამდენიმე დღის წინ მილგამყვანი გემი „ფორტუნას“ დაცულ ზონაში პირველად ამოუცნობი წყალქვეშა ნავი გამოჩნდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ „ფორტუნას“ ღუზების ხაზები ერთმანეთისგან ერთი მილის დაშორებით არის განლაგებული, წყალქვეშა ნავის მოქმედებებს შეეძლო მწყობრიდან გამოეყვანა მილგამყვანი გემის ღუზების პოზიციონირების მთლიანი სისტემა“, – განაცხადა პროექტის ოპერატორმა.

მაგრამ ინციდენტი წყალქვეშა ნავით არ ამოწურულა: 29 მარტს „ფორტუნას“ ირგვლივ წრიული გადაადგილება დაიწყო პოლონეთის სამხედრო–საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა. უზრუნველყოფის გემს „სპასატელ კარევი“ (Спасатель Карев) თანმხლებ რეჟიმში პარალელური კურსით ცურვა მოუწია.

ხომალდი, რომელსაც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დასრულება შეუძლია, უკვე დანიის წყლებშია

ამასობაში გააქტიურდნენ უცხოური სახელმწიფოების სამოქალაქო გემებიც. როგორც Nord Stream 2 AG აღნიშნავს, ისინი სახიფათო მანძილზე უახლოვდებიან მილგამყვან გემს და ეკიპაჟის მიმართვებზე არ რეაგირებენ.

„საუბარია აშკარად კარგად დაგეგმილ და მომზადებულ პროვოკაციებზე როგორც თევზსაჭერი, ისე სამხედრო გემების, წყალქვეშა ნავების და თვითმფრინავების გამოყენებით, რომლის მიზანს ეკონომიკური პროექტის განხორციელების შეფერხება წარმოადგენს“, – ნათქვამია Nord Stream 2 AG-ს განცხადებაში.

ამჟამად მშენებლობა ფინალურ სტადიაზეა. ოპერატორის მონაცემებით, დარჩენილია დაახლოებით 148 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი: 120 – დანიის წყლებში და 28 – გერმანიაში. გაზსადენის ორივე განშტოების საერთო სიგრძე 2.460 კილომეტრს შეადგენს.