საქართველოს იუსტიციის ახალი მინისტრი ჰყავს

მთავრობის მეთაურმა გოჩა ლორთქიფანიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პორტფელს რატი ბრეგაძე ჩაიბარებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

ემანუელ მაკრონი ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას მიესალმება

რატი ბრეგაძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე გოჩა ლორთქიფანიძე შეცვალა, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რატი ბრეგაძე მაღალი კვალიფიკაციის იურისტია.

„რატი ბრეგაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2012 წლიდან რატი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ის იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ დრომდე რატი ბრეგაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაისპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა.

რატი ბრეგაძე კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორია, ასევე საქართველოს უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი.