ყვითელი ამბები

„ცოლმა რომ დაგტოვა და შორს წავიდა ვიღაც ბიჭთან ერთად“ - რა მისწერეს მარი ნაკანის ქმარს

მარი ნაკანი აფრიკაში მოგზაურობისას სკანდალში გაეხვა. მის მეუღლეს, ცნობილ ფოტოგრაფს გიორგი მამასახლისს უცნობი გოგონები მარიზე წერილებს სწერდნენ
Sputnik

ფოტოგრაფი მარი ნაკანი პირად ურთიერთობებსა და მის მეუღლეზე საჯაროდ საუბრობს. მისი თქმით, გიორგი მამასახლისი მისი ყველაზე ახლო მეგობარი და დიდი ბიძგის მომცემია. ფოტოგრაფი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ყვება, რომ აფრიკაში ყოფნისას მის მეუღლეს უცნობმა გოგომ ასეთი ტექსტი მისწერა: „ცოლმა რომ დაგტოვა და შორს წავიდა ვიღაც ბიჭთან ერთად, რომელიც გარყვნილ ფოტოებს დებს, გული არ გტკივაო?!“.

ფოტოგრაფის თქმით, მეუღლემ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ მისწერა, რომ შეხედე რეებს მწერენ, კარგად გაერთე და ჯინაზე უფრო ბევრი ფოტო გადაიღეო. „თან საუბარი იყო მამაკაცზე, რომელიც ჩემი ღვიძლი მამიდაშვილია. რა სირცხვილია ასეთი ცილისწამება. ვერც იაზრებენ, რამხელა ცოდვას ჩადიან და არ ეშინიათ სამყაროს კანონზომიერების. მგონი, არც იციან მისი არსებობის შესახებ" , - ამბობს ნაკანი.

ცნობილი ფოტოგრაფი მარი ნაკანი წლის დასაწყისში აფრიკაში, კერძოდ, კენიაში ისვენებად. როგორც მარიმ „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნებულ „ლაივში“ განაცხადა, ეს არაჩვეულებრივი მოგზაურობა სიურპრიზი იყო და ის მას ცნობილმა ბიზნესმენმა, მისმა მეგობარმა მარიამ კუკუნაშვილმა მოუწყო.

მარი ბოლო დროს „ინსტაგრამზე“ საკუთარ გადაცემას „ლაივრეჟიმში“ უძღვება, ასევე ასწავლის ფოტოგრაფიას ნიუტონის თავისუფალ სკოლაში და „ჯიპაში“. როგორც ინტერვიუებში ჰყვება, როდესაც „ჯიპამ“ საუკეთესო ლექტორად აღიარა, ამან მისცა მოტივაცია, გაეხსნა საკუთარი ფოტოსკოლა.