ყვითელი ამბები

გაიცანით ქართველი ოდრი – გია ბაღაშვილის მეუღლე საოცრად ჰგავს ცნობილ მსახიობს – ფოტოები

თაკო ტაბატაძე, რომელიც „იუმორინას“ მსახიობისა და მუსიკოსის გია ბაღაშვილის მეუღლეა, თავადაც მსახიობია და მას ძალიან ამსგავსებენ ჰოლივუდის ვარსკვლავს.
Sputnik

მუსიკოს გია ბაღაშვილის მეუღლე თაკო ტაბატაძე, რომელსაც ქართველ ოდრისაც უწოდებენ, ოთხი შვილის დედაა და მშვენიერ ფორმაშია.

თაკო მსახიობია და, პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად უწევს სხვადასხვა სტილის მორგება, რის ამსახველ ფოტო- თუ ვიდეოკადრებს ხშირად უზიარებს „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“.

მსახიობი ძალიან ჰგავს ოდრი ჰეპბერნს და მას ხშირად უღებენ ფოტოებს მის სტილში. წყვილი 2009 წელს დაქორწინდა.

მაშინ თაკო 18 წლის იყო და მაშინ მათი ასაკობრივი სხვაობის გამო ბევრს საუბრობდნენ. თაკო გიაზე 19 წლით უმცროსია, თუმცა ამას მათთვის ხელი არ შეუშლია ბედნიერ თანაცხოვრებაში.