ვინ მიიღებს მმართველი გუნდიდან  შეთავაზებას თბილისის მერობაზე: თალაკვაძის განმარტება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მომავალ თვითმართველობის არჩევნებსა და თბილისის მერობის კანდიდატზე საუბრობს.
Sputnik
ვინ მიიღებს მმართველი გუნდიდან  შეთავაზებას თბილისის მერობაზე: თალაკვაძის განმარტება
„ჩვენი პოლიტიკური პარტია უკვე იწყებს მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და ამ დიალოგის დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე გადავერთვებით აქტიურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებაზეც. ჯერ ადრეა მერობის კანდიდატის დასახელება, თუმცა პირველი შეთავაზება გუნდისგან, რა თქმა უნდა, ექნება სწორედ კახი კალაძეს,“ - ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძის განცხადებით,  კალაძე არის გამორჩეული ლიდერი და მმართველ პარტიას მასთან ერთად არაერთი  მნიშვნელოვანი პირობა და მნიშვნელოვანი პროექტი აქვს  განხორციელებული.