ყვითელი ამბები

თამო ვაშალომიძემ შვილის სახელი ამოისვირინგა - მოდელი ვიდეოს აქვეყნებს

თამო ვაშალომიძე გადაწყვიტა ვაჟის სახელი მუდამ თან ატაროს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სადაც ერთ-ერთ ტატუსალონს სტუმრობს
Sputnik

სექსუალურმა ფოტომოდელმა ცხოვრების წესი შეიცვალა და დიასახლისობას დიდი მონდომებით შეუდგა. თამო ახლა ორი შვილის დედაა. მოდელმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ შვილის სახელი „მაქსიმე“ ხელის მტევანზე ამოისვირინგა.

ტელესახემ 28 ნოემბერს იმშობიარა. დეკემბრის დასაწყისში დედა-შვილი სამშობიაროდან გაწერეს და თამოს მეუღლემ ოჯახის წევრებს სახლში ლამაზი სიურპრიზი დაახვედრა. ახალშობილ მაქსიმეს ახალბედა მამა ზღაპრული დეკორაციებითა და დიდი სიხარულით დახვდა. პატარა ძმას სოფიაც მალევე დაუმეგობრდა.

თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა – მისი პარტნიორის ვინაობაა. მან ახალშობილი ვაჟის ფოტო მშობიარობის დღეს გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს ისეთი ბედნიერია, თუმცა ბავშვის სახე დამალა. ახლა მოდელმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებს მაქსიმეს სახეც აჩვენოს, რასაც სოფიას დაბადებისას არ აკეთებდა და საგულდაგულოდ მალავდა ცხოვრების გარკვეულ დეტალებს.

რამდენიმე თვეა თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. ფოტომოდელის განცხადებით, ისინი ერთმანეთს ერთ წელზე მეტს ხვდებოდნენ.