სროლა ზუგდიდის ცენტრში: რა მოხდა პოლიციის შენობასთან

წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი ყოფილი პოლიციელია, რომელმაც თავის ნათესავს შურისძიების მიზნით ესროლა
Sputnik

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ზუგდიდის ცენტრში მამაკაცმა თავისი ნათესავის მანქანის მისამართით სროლა განახორციელა, იუწყება ტელეარხი TV Pirveli.

გურჯაანის რაიონში მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს

ინციდენტი ოთხშაბათს დღისით პოლიციის შენობასთან ქალაქის ცენტრში მოხდა. აღინიშნა, რომ თავდამსხმელი ყოფილი პოლიციელია.

მოგვიანებით ბოროტმოქმედი და ის პირიც, რომელსაც ესროლეს, ადგილიდან მიიმალნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, მათ ოთხი გასროლის ხმა გაიგეს, მაგრამ არავის არაფერი არ დაუნახავს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.